მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომში, ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რომი

რომში, ემიგრანტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას და ასევე, სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებში მონაწილე პირებს.

საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები