მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რონალდო “ რეალ ვალიადოლიდის” 40 მილიონ ევროდ გაყიდის

რონალდო ვალიადოლიდს გაყიდის

ცნობილია, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო სამენეჯერო საქმიანობითაა დაკავებული და რამდენიმე გუნდში მმართველ პოზიციასაც იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით კი სულ მალე „რეალ ვალიადოლიდს“ გაყიდის.

შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღწეული, მაგრამ მხარეებს ამის შესახებ განცხადების გაკეთება მაისამდე არ შეუძლიათ, ამიტომაც მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური კლუბი 40 მილიონ ევროდ გაიყიდება და ეს უახლოეს დღეების ან კვირების განმავლობაში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „ვალიადოლიდს“ 2018 წლიდან ფლობს. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი ლა ლიგიდან 2- ჯერ გავარდა. ამჟამად "ვალიადოლიდი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს და დიდი ალბათობით კვლავ სეგუნდა დივიზიონში ჩაეშვება. ამ ფაქტით უკმაყოფილო გულშემატკივარი კი ბრაზილიელის გადადგომას უშუალოდ მოედანზევე აქტიურად ითხოვს.

რონალდო ბრაზილიური "კრუიზეიროს" მფლობელიც გახლდათ და ახლა ამ გუნდის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოსტს იკავებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს სამომავლოდ პორტუგალიის ჩემპიონატში მოთამაშე "ავეშის" შეძენა სურს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია თამაშობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები