მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რონალდოს ესპანური "ვალიოდოლიდის" შეძენა სურს

5b866c9e6d305
BM.GE
29.08.18 13:50
820
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე მზად არის ამ მიმართულებაში 30 მლნ ევროს ინვესტირება მოახდინოს.

შეთანხმების პროცესი დასასრულს უახლოვდება და იურისტები ბოლო დეტალებს გადიან. ისინი აცხადებენ, რომ კლუბის გაყიდვის პროცესი მაქსიმუმ 2-3 კვირაში დასრულდება. ამით,”ვალიადოლიდი” მძიმე ფინანსურ მდგომარეობას დააღწევს თავს. შეგახსენებთ, რომ ესპანური პრიმერას ეს ცნობილი გუნდი ვალებშია, რომელთა საერთო მოცულობა 25 მლნ ევროს აჭარბებს.

ცნობილია, რომ კლუბის დღევანდელი პრეზიდენტი კარლოს სუარესი დარჩება კლუბში და გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

სხვათაშორის, რონალდოს გარდა “ვალიადოლიდის” შეძენით დაინტერესებულნი არიან ინვესოტრები ჩინეთიდან და ლათინური ამერიკიდან, რომლებიც გაცილებით მეტ თანხას იხდიდნენ. თუმცა, კარლოს სუარესმა არჩევანი მაინც ბრაზილიელ რონალდოზე შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები