მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Batumi 15 სექტემბერს გაიხსნება - საიდან შედის ჯავშნები სასტუმროში?

ვალერი ჩეხერია

„აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „რუმს ჰოტელი“ ბათუმში, ქართული სასტუმროების ბრენდ „რუმსის“ გახსნას ბოლო ინფორმაციით, აგვისტოს გეგმავდა, თუმცა თარიღი კიდევ ერთხელ დაკორექტირდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ „რუმს ბათუმი“ 15 სექტემბრისთვის გაიხსნება.

BM.GE-მ სასტუმროების მმართველი კომპანია „რუმს ჰოტელის“ დირექტორს ვალერი ჩეხერიას ჰკითხა - იქნება თუ არა ეს Rooms Batumi-ს გახსნის ზუსტი დრო და რატომ გადავადდა მისი ამოქმედება.

კომპანიის ხელმძღვანელი სასტუმროს დაგვიანებით გახსნის მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის გამო საჭირო მასალების მოწოდების დაგვიანებას ასახელებს.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამის ჩამოტანა დაგვიანდა და 15 სექტემბრისთვის მზად ვიქნებით Rooms Batumi-ში ვუმასპინძლოთ სტუმრებს. დარჩენილია ტექნიკური ნაწილი და მზად ვიქნებით. უკვე ვიღებთ ჯავშნებს. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ სასტუმრო ქართველებით დაიტვირთება, რადგან შემოსული ჯავშნების 90% სწორედ ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის. სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება 135 დოლარის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.  

ცნობისთვის: 120-ნომრიანი სასტუმროს გახსნისთვის "აჭარა ჯგუფმა" 20 მლნ დოლარი ინვესტიცია განახორციელა. მისი გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ და მისი გავლენით დაწესებულმა რეგულაციებმა სასტუმროს გახსნის თარიღი გადაავადა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები