Rooms Hotel Kokhta ბაკურიანში, „კოხტა გორაზე“, ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, საახალწლოდ გაიხსნება.
სასტუმრომ ჯავშნების მიღება უკვე დაიწყო.
Rooms Hotel Kokhta-ს კომუნიკაციების მენეჯერის თინა კავაძის თქმით, სასტუმროში 95 ნომერია და ფასი $165-დან $500-მდე მერყეობს.
“რადგან ეს სტუმრების მიღების პირველი ეტაპია, 13 იანვრამდე მათ 20%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ”, - აცხადებს კავაძე.
სასტუმროს მშენებლობის ღირებულება 15 მილიონი დოლარია. “Rooms Hotel Kokhta”, Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმროა, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლა/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი.