მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Rooms მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებს შორის დასახელდა

5a29551878aed
BM.GE
07.12.17 18:46
3549
გამოცემამ Monocle თბილისში მდებარე სასტუმრო Rooms  საუკეთესო სასტუმროებს შორის დაასახელა. რეიტინგში ჯამში 50 სასტუმრო მოხვდა, რომლის მონახულებასაც გამოცემა მკითხველს 2018 წელს ურჩევს.

ქართული სასტუმრო ბრენდის წარმატებაზე Business Insider-იც წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რეიტინგის შედგენისას პრივილეგია სასტუმროს მომსახურებას, საკვებსა და სერვისს მიენიჭა.

„ROOMS-ის დეკორი, მისი გამორჩეული სამზარეულო და აქცენტი მოსასვენებელ სივრცეებზე სასტუმროს პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაში დაეხმარა“, - წერს გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები