მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როსპოტრებნადზორი" ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლს ამკაცრებს

5b5195928a6ad
თამუნა დემეტრაშვილი
20.07.18 12:00
867
"როსპოტრებნადზორმა" საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი, პროდუქციის ხარისხის სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამობაა.

"როსპოტრებნადზორმა", მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთის ტერიტორიაზე 16 ათასი ლიტრი სასმელი არ დაუშვა.

"ხარისხის ანალიზმა გამოავლინა წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა და არასაკმარისი კონტროლი გამოშვებულ პროდუქციაზე, როგორც მწარმოებლების, ისე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი საქართველოდან შემოტანილ ალკოჰოლურ სასმელებზე გამკაცრდება", -აღნიშნულია "როსპოტრებნადზორს“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები