"კავკასიის მანდილი გამორჩეული, სიმბოლური პროექტი იქნება", - ამის შესახებ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ Rotana-ს კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, მაკრამ ელ ზირმა BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას განაცხადა.
პროექტი ხორციელდება Pontus-ის Rotana-სთან და ცნობილი იტალიური არქიტექტურული ბიუროს NOA-სთან პარტნიორობით. ის გუდაურში Rotana-ს ბრენდის პირველი სამთო-სათხილამურო კურორტი იქნება. ამასთან, პროექტი Rotana-სთვის ზამთრის კურორტების სეგმენტში გლობალური მასშტაბით პირველი ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალსა და მის საინვესტიციო მიმზიდველობას.

მაკრამ ელ ზირის განმარტებით, დივერსიფიკაცია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. Rotana-ს პორტფოლიო როგორც საქალაქო და საზღვაო სასტუმროებს, ისე უდაბნოსა და მთის ობიექტებს მოიცავს. გუდაურის პროექტი ბრენდისთვის პირველი სამთო-სათხილამურო პროექტია, რაც კომპანიის სტრატეგიული გაფართოების ახალი ეტაპია.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მისი ოთხსეზონიანობაა. კურორტი არ განიხილება მხოლოდ ზამთრის მიმართულებად, ის იქმნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს პროექტი მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტად არ აღვიქვათ. ეს უნდა იყოს 365-დღიანი დანიშნულების ადგილი. ზაფხულში ადამიანები აქ ლაშქრობებისთვის ჩამოვლენ, შემოდგომაზე სპა-სერვისებით ისარგებლებენ, ზამთარში კი თხილამურებით ისრიალებენ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მთელი წლის განმავლობაში აქტიური ტურისტული მიმართულება საქართველოში, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ტურისტული ბაზარია,“ - განაცხადა ბატონმა მაკრამმა.

პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს იტალიური არქიტექტურული ბიურო NOA, რომელსაც ალპებში მსგავსი ობიექტების დაგეგმარებისა და მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. მაკრამ ელ ზირმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთის კურორტებზე არქიტექტურა გარემოსთან მაქსიმალურ თავსებადობას უნდა ემსახურებოდეს და არა მის ხელოვნურ შეცვლას.
„კავკასიის მანდილის წარმატების გასაღები მისი ადგილმდებარეობა და ისეთი კონსულტანტების ჩართულობაა, რომლებიც ამ ლოკაციას კარგად იცნობენ და გარემოსთან ორგანულად შერწყმული კონცეფციის შექმნა შეუძლიათ. პროექტმა არ უნდა შეცვალოს ლანდშაფტი, ის მისი ნაწილი უნდა გახდეს და ხალხს სწორედ ავთენტურობით იზიდავდეს. ბევრი კონსულტანტი ვიცით, რომელთა პროექტები მხოლოდ ჟურნალებითა და ბროშურებით შემოიფარგლება, რეალურად კი არ ხორციელდება. NOA-ს შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ოცნება, რომელიც რეალობად იქცა და გვინდა, რომ ადამიანებმა ამ სასტუმროში ჩვენთან ერთდ იოცნებონ " - განაცხადა მან.
Rotana-ს წარმომადგენელმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვან უპირატესობად დაასახელა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნების მოგზაურებისთვის.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მეზობელი ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ფრენის მოკლე ხანგრძლივობა (მხოლოდ 3-3.5 საათი). ეს საქართველოს მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის არდადეგებისთვის, რაც გუდაურის მსგავსი კურორტებისთვის სტაბილური მოთხოვნის წინაპირობაა.

გუდაურის ახალი პროექტი სამმხრივ პარტნიორობას ეფუძნება, სადაც Rotana სასტუმროს ოპერატორია, Pontus - დეველოპერი, ხოლო NOA - პროექტის კონსულტანტი და არქიტექტორი.
მაკრამ ელ ზირის თქმით, Pontus-თან და მის ხელმძღვანელ ირაკლი ვარშალომიძესთან ჩამოყალიბებული მრავალწლიანი ნდობა და ერთობლივი მუშაობა პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტიაა. პარტნიორებს შორის უკვე არსებობს მყარი გამოცდილება - პონტუს როტანა რესორტი და სპა შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია.
"ჩვენთვის, როგორც ოპერატორისთვის, ერთ დეველოპერთან და მფლობელთან მუშაობა პრივილეგიაა, რადგან ეს ნიშნავს ორმხრივ ნდობასა და საერთო წვლილს. ირაკლისთან, Pontus-თან და მათ გუნდთან მუშაობა გასული 3 წლის განმავლობაში ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული იყო. გონიოს პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე ნამდვილი ღირსშესანიშნაობა გახდება", - აღნიშნა მაკრამ ელ ზირმა.
თვალი ადევნეთ განახლებებს და გაიგეთ, როდის დაიწყება გაყიდვები




























