მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა - ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი

ელენე დოლიძე
23.04.24 13:11
819
სტატიაში საუბარია:

მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მთავარ საყრდენად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესების განვითარებას, მათ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე მასშტაბირებას.

„საქართველოს ბანკი ბევრ საინტერესო ბიზნესთან პარტნიორობს. მეამაყება, რომ ჩვენი ბიზნესების პორტფოლიო მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მოიცავს ბიზნესების ფართო სპექტრს - მცირე სტარტაპებიდან დაწყებული მსხვილი საწარმოებით დამთავრებული“, - გვიყვება ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში.

ყოველდღიურად, ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი ამბები ხდება - რამდენიმე წლის წინ დაარსებული, პატარა კომპანია სულ ახლახან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა და ჩვენ ამის უშუალო მომსწრეები ვიყავით. ყოველი ასეთი წარმატების ისტორია კი გვაძლევს მოტივაციას, უფრო აქტიურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განმარტავს ის.

როგორც ელენე ამბობს, საქართველოს ბანკის მიზანია, მომხმარებელთან განსაკუთრებული, გრძელვადიანი კავშირი დაამყაროს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პროდუქტების განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნისკენ მიმართული პროექტები თუ სხვა, აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას ბიზნესების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისები და პროდუქტები, განავითარონ არსებული შეთავაზებები და მისცენ მათ ზრდის შესაძლებლობა.

უფრო დეტალურად საკუთარი საქმიანობის შესახებ კი ელენე ინტერვიუში გაგვესაუბრა.

- რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა?

ვფიქრობ, ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს სინერგიული, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აკავშირებთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კი, ბიზნესი იძენს წვდომას მნიშვნელოვან ფინანსურ და დამატებითი ღირებულების რესურსებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესების წარმატება არა აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და გაზომვადია. როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციისა და შთაგონების წყარო ხდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გუნდთან ერთად გვაძლევს კიდევ უფრო მეტ ძალას, შევქმნათ მომხმარებლის/ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისები.

- რა არის თქვენი გუნდის და თქვენი მიმართულების მთავარი ღირებულება?

ვფიქრობ, ჩემი გუნდის მთავარი ღირებულება და გამაერთიანებელი ძალა საერთო სურვილია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისა და ბიზნეს ლანდშაფტის განვითარების პროცესში.

ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომლის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისთან ერთად მუშაობ. ვთვლი, რომ საქართველოს ბანკის გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, შედეგებზე ორიენტირებული და დიდი ცოდნის მქონე ერთეული, რაც მეხმარება როგორც პიროვნულ ზრდაში და დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე მაძლევს მოტივაციას, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და უფრო მეტი გავაკეთოთ ბიზნესების ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში.

- როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული მეწარმეების გაძლიერების პროცესში და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებთ. რომ მოგვიყვეთ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებ

ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, შექმნას ბიზნესისთვის ზრდის და განვითარების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს განათლების მიმართულებით, რაც ეხმარება მათ აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო თემები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და თანამედროვე მიდგომებს.

ბიზნესის განათლების მიმართულებით გამორჩეული პროექტია Businesscourse.ge - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც განსხვავებულ თემებს აერთიანებს, მათ შორისაა: ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, Businesscourse.ge მოიცავს სექტორულ კურსებსაც, იქნება ეს მეღვინეობა თუ აგრომეწარმეობა.

აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან ბიზნესკურსზე 42,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, მათთან ინტერაქციით და კომუნიკაციით კი ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემები. მაგალითად, ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების მიმართ, რაც ჩვენც გავითვალისწინეთ და სულ ახლახან შევქმენით ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა.

ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესში ქალების მხარდაჭერის საკითხი. ამ მიმართულებით ბანკის მხრიდან განხორციელებული მრავალი ინიციატივის პარალელურად, ავღნიშნავდი „ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამას“, რომელიც UNDP-სთან ერთად 2 წლის წინ დავიწყეთ. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის 360 გრადუსიან მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტში მონაწილეობა უკვე 170-მა ქალმა მიიღო და გადამზადება კვლავ გრძელდება. კურსის შემდეგ მეწარმე ქალების განვითარება და ზრდა კი ჩვენი ყოველდღიური მოტივაციის წყაროა.

- როგორც ვიცით, თქვენ სტარტაპების განვითარებასაც უჭერთ მხარს...

როგორც ვახსენე, ჩვენი პორტფოლიო ძალიან დივერსიფიცირებულია - ერთი მხრივ, ის აერთიანებს უკვე წარმატებულ და აქტიურ ბიზნესებს, რომლებიც აგრძელებენ ზრდას, მეორე მხრივ კი მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც ახლა იწყებენ ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Global-ი საქართველოში საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. გასაოცარია, სტარტაპების განვითარება, რომელსაც აქსელერაციის 3 თვის განმავლობაში ვუყურებთ, ხოლო პროგრამის გავლის შემდეგ დღემდე წარმოუდგენელ ზრდას გვაჩვენებენ. მეამაყება, რომ ისეთი სტარტაპები იღებდნენ მონაწილეობას პროგრამაში, რომლებიც დღეს საქართველოსა და გლობალურ ტექნოლოგიურ სტარტაპ გარემოს ქმნიან: Phubber, Quickshipper, Cargon და სხვა.

- თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ რომ მოგვიყვეთ...

მეწარმეობის ხელშეწყობის, ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების წახალისების მიზნით კი ჩვენ არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. მაგალითად:

  • USAID-თან ერთად გასულ წელს 2 B2B ფორუმი ჩავატარეთ, რომელშიც 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ პოტენციური პარტნიორები, მიეღოთ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბაზრების შესახებ. განხორციელდა სავაჭრო მისიები უზბეკეთში, რომლის ფარგლებშიც 40 კომპანია ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შედეგად, 4 კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესშია.
  • EFSE Entrepreneurship academy-სთან ერთად ყოველთვიურად ვატარებთ ვორკშოპებს ქალი მეწარმეებისთვის. ვორკშოპები მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, ლიდერობა და მართვა, ბიზნესის ფინანსური მართვა, გაყიდვების თანამედროვე მიდგომები და სხვა. გასულ წელს 200-ზე მეტმა მეწარმე ქალმა მიიღო ვორკშოპებში მონაწილეობა.
  • EBRD-თან ერთად შევქმენით საკრედიტო პროდუქტი - საინვესტიციო სესხი, რომლის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.
  • VISA-სთან და USAID-თან ერთად კი ვახორციელებთ გაციფრულების პროგრამა Go Digital, რომელიც სპეციალურად ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე რეგიონების ბიზნესებს საოპერაციო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ მართვის სისტემების დანერგვას სთავაზობს.

პროექტების ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირედია, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით და ვახორციელებთ.

რა არის ის მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც მუშაობის პროცესში გიბიძგებთ, არ გაჩერდეთ?

ჩემს ყოველდღიურობაზე დიდი მოტივაცია აქვს იმ გავლენას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორზე. იმის ცოდნა, რომ ჩვენი ძალისხმევა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, მეწარმეების და საზოგადოებების წარმატებასა და კეთილდღეობას, ზრდის ჩვენს მოტივაციას და მონდომებას. ყოველი გამოწვევა სიახლის შექმნის შესაძლებლობაა, ყოველი წარუმატებლობა კი - სწავლისა და ზრდის შანსი, რაც მუდმივად მაძლევს იმის სურვილს, არ გავჩერდე, ყოველთვის ვისწავლო ახალი და შევქმნა განვითარების შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები