ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი აუდიტორული კომპანია RSM - საქართველო გაეროს ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი ორგანიზაციაა, შესაბამმისად იგი ჩართულია პროექტში "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით", რომლის ფარგლებშიც ჩაატარა სამი ონლაინ შეხვედრა 70-მდე ქალისთვის, რომლებსაც ბიზნესის წამოწყება სურთ.
ონლაინ შეხვედრების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყები მეწარმეებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნაში არსებული საკანონმდებლო ბაზისა და რეგულაციების როგორც გაცნობის, ასევე მათი სწორად გამოყენების კუთხით. ესენია: მეწარმე სუბიექტები, მეწარმეთა პასუხისმგებლობა, დოკუმენტაცია/ შესაბამისი საქმის წარმოება, საქართველოში მოქმედი გადასახადები, გადასახადების დეკლარირებისა და გადახდის ვადები, ბუღალტრული აღრიცხვა, მეწარმეთა რეგისტრაცია, მიკრო ბიზნესის სტატუსი, მცირე ბიზნესის სტატუსი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში დაესწრო ბიზნესის წამოწყების მსურველი 70-მდე ქალი საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი, თეთრიწყარო, ბოლნისი და მარნეული.
პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და Kakheti Regional Development Foundation (KRDF), CARE International in the Caucasus-სთან პარტნიორობით.