მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

RTL: ელისეის სასახლეში მისალოცი ბარათი მხოლოდ ჰილარი კლინტონის სახელზე გაამზადეს

5822df406d0f1
BM.GE
09.11.16 12:31
2253
ელისეის სასახლეში აშშ-ის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე საგანგებოდ მხოლოდ ერთი მისალოცი ბარათი გაამზადეს. ადრესატი ჰილარი კლინტონი იყო, - წერს ფრანგული გამოცემა RTL. ფრანსუა ოლანდის მრჩეველები არც კი განიხილავდნენ დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებას.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველებმა მისალოცი ბარათი 8 ნოემბერს საღამოს მოამზადეს. წერილის მეორე ვერსიაზე მუშაობა არც უფიქრიათ. ტრადიციულად საფრანგეთის პრეზიდენტი მისალოც წერილს არჩევების დასრულებისთანავე აგზავნის კოლეგა პრეზიდენტის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები