მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ” - ლოპოტა ჰესი

6397679ee3bdc
ნინი ლონგურაშვილი
12.12.22 23:34
775

სოფელ ლაფანყურში მოსახლეობას პარასკევს მთელი დღის განმავლობაში სოფლის შესასვლელში გზა ჰქონდა გადაკეტილი. შპს “დეკას” წარმომადგენლებს ხეობაში ტექნიკის შეყვანის და ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ.

“საქმიან დილასთან” საუბრისას, შპს “დეკას” დირექტორი, ბიძინა იმნაძე ამბობს, რომ ინვესტორი კომპანია გაჩერებას არ აპირებს. მისი თქმით, თუ საჭირო იქნება, საქმე სასამართლომდეც მივა.

“რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად არ ვაპირებთ წასვლას, ეს ობიექტი უნდა აშენდეს და არ გვინდა არაკეთილსინდისიერი ჯგუფის გამო სახელმწიფოსთან კონფლიქტში შევიდეთ. ყოველთვის არსებობს ალტერნატივა სასამართლოს გზით და იმედია ამას თავს ავარიდებთ. იმედი გვაქვს სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით, “ - ამბობს ბიძინა იმნაძე.

ლაფანყურის მოსახლეობა დეველოპერ კომპანიას, სოფელში, ჰესს წყლის გაწყვეტის საფრთხის გამო არ აშენებინებს, როგორც BMG-სთან ადგილობრივები ამბობენ, შპს “დეკას” სრული კვლევა არ აქვს ჩატარებული, რის გამოც ლაფანყურის მოსახლეობა ინვესტორს არ ენდობა.
თავის მხრივ, BMG-სთან შპს “დეკას” დირექტორი ამბობს და ასაბუთებს, რომ პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესი სრულად გაიარა, რის შედეგადაც 2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა.





“ არსებობს ე.წ. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. მათ აქვთ მონოპოლიზირებული ჩვენთან ურთიერთობა, ისინი არ გვაძლევენ რიგით მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალებას. კედელივით არიან აღმარულები, ჩვენსა და ადგილობრივებს შორის, რის გამოც, პირდაპირი კომუნიკაცია სოფლის მაცხოვრებლებთან გვჭირს. რაც არ უნდა ვუთხრათ საინიციატივო ჯგუფს, ისინი თავისებურად თარგმნიან და ისე აწვდიან ინფორმაციას მოსახლეობას, ამიტომ არის ჩვენ მიმართ არაკეთისინდისიერი განწყობა,“ -აღნიშნა ბიძინა იმნაძემ. 

ჰესების მშენებლობის შეფერხების მიზნით, ფაქტებით მანიპულაციის შემთხვევები გახშირდა - GREDA ლოპოტაჰესზე



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები