მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთული რთველი გველოდება"- მეღვინეები 2023 წლის რთველზე იმედებს ვერ ამყარებენ

მევენახეები 2023 წლის რთველთან დაკავშირებით არც თუ ისე საიმედო შეფასებებს აკეთებენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ წელს მათთვის რთული წელი იქნება და ეს არამხოლოდ გასულ კვირას კახეთში მოსულ უხვ ნალექს, არამედ მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში არსებულ მაღალ ტენიანობას უკავშირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს დასეტყვილი, დაზიანებული თუ ჩვეულებრივი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე, კახეთში, რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეთა საკითხს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირების პროგრამას აგრძელებს და 1 კგ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები