მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რთულია, იმის შეფასება, როგორ მოახდენს ბანკი იმ ხარჯის კომპენსირებას, რომელიც დეპოზიტების დაზღვევაში უნდა გადაიხადოს"

573eef23e0862
BM.GE
20.05.16 15:02
2834
"ამ ეტაპზე რთულია, იმის შეფასება თუ როგორ მოახდენს კომერციული ბანკი იმ ხარჯის კომპენსირებას, რომელიც უნდა გადაიხადოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით ეს შესაძლოა საპროცენტო განაკვეთებზეც აისახოს. როგორც კობა გვენეტაძე განმარტავს, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა გრძელვადიან პერიოდში ცუდი არაა, რადგან მან შესაძლოა შოკის თავის არიდებაში ითამაშოს როლი.

"ბევრ ქვეყანაში არის დეპოზტების დაზღვევის სისტემა. როდესაც ამ სისტემაზე ვსაუბრობთ აქ დაზღვევას ექვემდებარება მცირე თანხის დეპოზიტები. გაჟღერებული იქნა 5000 ლარი და ეს არის მცირე მეანაბრეები, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ფინანსურ სისტემაში, გაკრვეულწილად ყოყმანობენ იმაზე შეიტანონ თუ არა ეს თანხა დეპოზიტზე. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობის შემთხვევაში კი ამას უფრო თამამად გააკეთებენ.

ეს არის ჩვეულებრივი დაზღვევა: მაგალითად, სამედიცინო დაზღვევაც არის ხარჯი, რომელიც შესაძლოა სულ არ გამოვიყენოთ, მაგრამ დადგება დრო როდესაც ექიმთან წასვლა დაგვჭირდება. აქ ვხედავთ ზუსტად, თურმე რა კარგია, რომ ამ ხარჯს ვიხდიდით", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი ძალაში 2018 წლიდან შევა. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში. დეპოზიტების დაზღვევა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები