რთველი 2024 წლის ფარგლებში, კახეთში უკვე 13 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველი, ტრადიციულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება .ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათასი ტონა იქნება. როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში, როგორია ფასები და დაიწყო თუ არა სამზადისი რაჭაში, სადაც ვარაუდობენ, რომ რთველი ტრადიციულზე ადრე დაიწყება?