2024 წლის რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, ბაზარზე ყურძნის რა რაოდენობის შესყიდვა მოუწევს მთავრობას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, შესაძლოა, ბიუჯეტი მთლიანად არ გამოიყენონ. ამასთან, უცნობია, დაასუბსიდირებს თუ არა ხელისუფლება ყურძნის ღირებულებას საარჩევნო წელსაც.