რაჭაში რთველი დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე უკვე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. აღსანიშნია, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო. სუბსიდირება წელსაც ძალაშია. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 4 ლარს შეადგენს.
სტუმარი: აკაკი სირაძე - მეღვინეობა "ამბრას" დამფუძნებელი;