მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველი 2024 - როგორია შედეგები?

6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 340 ღვინის საწარმო, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის გადამუშავების პროცესში.

სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სტუმარი: გიორგი სხირტლაძე - "მეღვინეობა რტონის" და "მეღვინეობა მელიტონის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები