ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. „ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს, მათ შორის, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 303 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს, როგორია მევენახეების მოლოდინები და რამდენად გაამართლა წელს მოსავლის რაოდენობამაც და ხარისხმაც.