მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რთველი პიკს ოქტომბრის პირველ დეკადაში გადაივლის და დასასრულისკენ წავა“ - ლევან მეხუზლა

ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეისთვის კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და თვის ბოლოსთვის, ოქტომბრის პირველ დეკადაში პიკს გადაივლის და დასასრულს მიუახლოვდება.

ლევან მეხუზლა აღნიშნავს, რომ რთველი კახეთში მშვიდ და საქმიან რეჟიმში მიმდინარეობს. საგარეჯოს გარდა ყველა მუნიციპალიტეტში ყურძენი აქტიურად იკრიფება და ბარდება. დღეისთვის 110 ათას ტონაზე მეტია ჩაბარებული როგორც კერძო სექტორში, ასევე დაზიანებული და ჭარბი ყურძენი ბარდება სახელმწიფოს საწარმოებში.

„მთავრობის განკარგულებით 1 კგ რქაწითელის ღირებულება 1.20 ლარია, საფერავის კი 1.50 ლარი, აქედან გამომდინარე მოსახლეობა ცდილობს, რომ განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში ყურძენი იყოს მწიფე და მაღალი ხარისხის, რათა დაფასდეს მათი შრომა და მიიღონ ის სარგებელი, რაც შესაბამისი განკარგულებით არის გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ რთველის დაახლოებით ნახევარი უკვე ჩავლილია უახლოეს მომავალში გაიხსნება მიმღები პუნქტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და იქაც დაიწყება აქტიური კრეფა. თუ ამინდის პირობები ხელს არ შეგვიშლის, სავარაუდოდ თვის ბოლოს, ოქტომბრის პირველ დეკადაში თავის პიკს გადაივლის და დასასრულისკენ წავა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები