წელს რთველი საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდა. კახეთში მოსული სეტყვის შედეგად 6 ათას ჰექტარამდე ფართობი დაზიანდა, რის გამოც სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა დასჭირდა ფერმერების დასახმარებლად. წლევანდელი რთველი რთულია რაჭველი მევენახეებისთვისაც, რადგან როგორც ადგილობრივები ამბობენ, უხვნალექიანმა ზაფხულმა და სეტყვამ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობა სუბსიდიის სახით 4 ლარს გადაიხდის იმ პირობით, თუ კომპანიები ფერმერებისგან 1 კილოგრამ ყურძენს 7 ლარად შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამა რაჭაში გასულ წელსაც მსგავსი პირობებით განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში უკვე გადამუშავებულია 300 ტონამდე ყურძენი. როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში, მისაღებია თუ არა მევენახეებისთვის ის ფასი, რაც ბაზარზეა და რამდენად უწყობს დარგის განვითარებას ხელს სახელმწიფოს მიერ ამ სექტორის სუბსიდირება?
სტუმარი: ალეკო სარდანაშვილი - “სარდანაშვილის მეღვინეობის” დამფუძნებელი;