მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლის რა ხედვა აქვს მთავრობას?

მთავრობა რთველის სუბსიდირებაზე პირდაპირ უარს ჯერ ვერ ამბობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მევენახე-მეღვინეების მხარდასაჭერად, რათა მათ ღვინის ექსპორტი გაზარდონ. ჯერ უცნობია, რა იქნება ის ზღვარი, როცა სახელმწიფო უარს იტყვის ამ დარგის სუბსიდირებაზე. თავად ღვინის სექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ დროა სახელმწიფო გამოვიდეს სუბსიდირებიდან, თუმცა ესეც შეთანხმებული უნდა იყოს დარგთან, რომ მათ ბიზნესპროცესების გრძელვადიანი დაგეგმვა შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები