მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რთველის სუბსიდირების შეწყვეტა დროული და სწორია"

598c3249ac9fe
BM.GE
10.08.17 14:13
1103
კომპანია თბილღვინოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირების პოლიტიკის შეცვლას დადებითად აფასებს. მარგველაშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა.

„სუბსიდირების დასულების მოტივი ქართული ღვინის ექსპორტის და მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს გათვლებით, ალბათ წელს იქნება საკამრისი მოთხოვნა ყურძენზე, ისე რომ სუბსიდიის სახით ჩარევა საჭირო აღარ იქნება. გლეხი მიიღებს სამართლიან ფასს, ყურძნის მყიდველიც გადაიხდის სამართლიან ფასს. გადაწყვეტილება ჩვენი აზრით დადებითი და დროულია.

მოთხოვნა სხვადასხვა სახის ყირძნის ჯიშებზე სხვადასხვაა, ეს ქინება პირველი წელი სუბსიდიის მოხსნის და უნდა დავაკვირდეთ შედეგებს“, - ამბობს მეღვინე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები