მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუბენ ვარდანიანი ყველა სომეხი მოქალაქის სიმბოლოა" – Moderna-ს დამფუძნებელი

ვარდ

„ვფიქრობ, რომ რუბენ ვარდაიანი ყველა სომეხი მოქალაქის სიმბოლოა. უფრო მეტიც, ის პლანეტაზე ყველაზე ცნობილი სომეხია, რომელმაც ეს აღიარება თავისი წარმატებითა და გაწეული ღვაწლით მოიპოვა,“ - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს დამფუძნებელმა, ნუბარ აფეიანმა.

მილიარდერი მეწარმის შეფასებით, ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუბენ ვარდანიანის დაკავება წარმოადგენს სომხეთის წინააღმდეგ გადადგმულ სიმბოლურ ნაბიჯს, რომლის მიზანი ეროვნული მოძრაობის დამცირება და სომხეთის მოსახლეობისათვის შეურაცხყოფის მიყენებაა.

Moderna-ს დამფუძნებელმა რუბენ ვარდანიანთან ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სომეხ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს თითქმის 25 წელიწადია იცნობს და მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია.

CNN-თან ინტერვიუში ნუბარ აფეიანმა ისიც აღნიშნა, რომ ვარდანიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სომხეთის დახმარებას და არცახის გადარჩენას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერი რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში დააკავა. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ის სომხეთის მოქალაქეებთან ერთად ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა.

ვარდანიანი ოთხი თვის განმავლობაში ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა ის თანამდებობიდან მალევე გადააყენეს. Forbes-ის შეფასებით, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ნუბარ აფეიანს, მისი ქონების შეფასება $1.6 მილიარდია და ერთ-ერთი უმდიდრესი წარმოშობით სომეხი მეწარმეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები