მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ დოლართან ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა

რუბლი

რუსული რუბლი დღეს 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ აშშ დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ დღეს 103 რუბლს გადააჭარბა. შედარებისთვის, ერთი კვირის წინ დოლარის ღირებულება 96 რუბლი იყო.

რუსულმა რუბლმა გაუფასურება უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაკავების შემდეგ დაიწყო და ერთი დოლარის ღირებულებამ ჯერ 90 რუბლს მიაღწია, შემდეგ კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 95 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო უკანასკნელი გაუფასურება Reuters-ის თანახმად, სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის მიერ ბირთვული დოქტრინის ცვლილებასთან, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის საჭირო ზღვარს უფრო დაბლა სწევს, ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში ბირთვული ომის საფრთხეს და ნეგატიურ მოლოდინებს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები