მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ჯეიმს მაკკლირი

ჯეიმს მაკკლირი

საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა, რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის ივანიშვილის დასანქცირების დროა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“უზარმაზარი სკანდალი - საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა.

ახლა, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა “კომერციული შეთქმულებისთვის”.

[ირაკლი] რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, - წერს მაკკლირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები