კომპანია „რუხი დედოფალი“ მომავალი წლიდან სამედიცინო ხაზის დამატებასაც გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ კვარაცხელიამ ისაუბრა.
„უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, გვინდა მედიცინაშიც გამოვიყენოთ თაფლის უნიკალური პროდუქტები და განვავითაროთ აპი თერაპია. ამჟამად ვახორციელებთ ცდებს და ვფიქრობ, უკვე 2025 წლიდან გაყიდვაში რამდენიმე პროდუქტი ჩაეშვება“, - განაცხადა თამარ კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, პირველი პროდუქტი, რასაც სამედიცინო კუთხით „რუხი დედოფალი“ ბაზარზე წარმოადგენს იქნება იმუნიტეტის გამაძლიერებელი, შემდგომ კი ეს მიმართულება გამრავალფეროვნდება.
„რუხი დედოფალი“ 14 სახეობის სრულად ნატურალურ პროდუქტებზე, თაფლზე, ცვილზე და პროპოლისზე, დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, „რუხი დედოფალი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. რომლის წარმოებული “თხევადი ოქრო” უკვე ხელმისაწვდომია კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. აგრეთვე კატარში ექსპორტზე უკვე გაიგზავნა კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები.