მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუხი დედოფალი“ საწარმოს ხსნის - კომპანიის განვითარების გეგმა

კვარაცხელია

კომპანია "რუხი დედოფალი" 2024 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში პირველ საწარმოს გახსნის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ კვარაცხელიამ განაცხადა.

„რადგან საკუთარი საწარმოო მეურნეობა არ გვქონდა, სხვა საწარმოებთან გვიწევდა თანამშრომლობა. ეს ნამდვილად არ გვიქმნიდან დისკომფორტს, თუმცა ვინაიდან უკვე საუბარია ძვირად ღირებულ ლიცენზიებზე, გვირჩევნია საკუთარი საწარმოს სახელით მოხდეს ეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საკუთარი საწარმოს შექმნა, რომელიც უკვე ძალიან მალე, აპრილში სოფელ რუხში გაიხსნება“, - განაცხადა თამარ კვარაცხელიამ.

თამარ კვარაცხელია ინვესტიციის მოცულობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა მისივე თქმით ეს იქნება ნაწილობრივ საკუთარი სახსრებით და ნაწილობრივ გრანტით დაფინანსებული საწარმო, რომელსაც სოციალური მიმართულებაც ექნება.

„ეს საწარმო არ იქნება მხოლოდ თაფლის საწარმოებლად გამოყენებული. გვაქვს საკმაოდ დიდი გეგმები სოციალური მიმართულებით, გვინდა დავასაქმოთ მარტოხელა დედები, რომლებიც საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობენ და მათ შევასწავლოთ აგრეთვე თაფლის დეკორატიული სანთლის დამზადებაც“, - აღნიშნა თამარ კვარაცხელიამ.

„რუხი დედოფალი“ ახალი საწარმოს ამოქმედებით წლიურად 25 ტონა თაფლის წარმოებას შეძლებს.

შეგახსენებთ, „რუხი დედოფალი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. რომლის წარმოებული “თხევადი ოქრო” უკვე ხელმისაწვდომია კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. აგრეთვე კატარში ექსპორტზე უკვე გაიგზავნა კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები