მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთი და ბელარუსი - Nutrimax ცხოველების საკვების ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს

ნუტრიმაქსი

ცხოველების საკვების მწარმოებელი Nutrimax-ი ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. დღეისთვის კომპანიის ადგილობრივი ნაწარმის 30-35% ექსპორტზე მოდის და ქართული პროდუქტი 5 ქვეყანაში იყიდება.

5 თვეში ცხოველთა საკვების ექსპორტით ქვეყანამ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

Nutrimax-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიტაიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვები დაახლოებით 50%-ით გაზარდა. ქართული საკვები სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაში იყიდება. თუმცა ექსპორტის გაფართოების სტრატეგიის მიხედვით, კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში რუმინეთსა და ბელარუსში ექსპორტის დაწყებაზე მუშაობს.

Nutrimax-ი 16 წელზე მეტია ოპერირებს და ადგილობრივად აწარმოებს სტაბილური ხარისხის საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, შინაური ცხოველებისა და აკვაკულტურისათვის. საექსპორტო ბაზარზე კომპანიის პოზიციები სულ უფრო მყარდება - ფერმერული მიმართულების პროდუქციის გაყიდვების ზრდის პარალელურად, შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა. ამჟამად, “ნუტრიმაქსის” პროდუქტები საქართველოსთან ერთად 5 ქვეყანაშია წარმოდგენილი - სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში.

2024 წლიდან აქტიურად დავიწყეთ შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი მოლდოვის ბაზარზე, სადაც მიმდინარე წელს რეალიზაციის მოცულობის 300 ტონამდე გაზრდას ვგეგმავთ. პარალელურად კი, გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გასაფართოებლად აღმოსავლეთ ევროპაში, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუმინეთსა და ბელარუსში“, - განაცხადა გიორგი ჩიტაიშვილმა.


სპარსეთის ყურის კრიზისის გამო Nutrimax-ის პროდუქტი 10%-ით გაძვირდა - როგორია მოთხოვნა ცხოველის საკვებზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები