მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთის საგარეო უწყება - "ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების მცდარად წარმოჩენით იმედგაცრუებული ვართ"

რუმ

რუმინეთის საგარეო უწყება იმედგაცრუებას გამოხატავს ევროკავშირის შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენაზე და შეშფოთებას გამოთქვამს ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე.

"შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ[ გადაწყვეტილებაზე" - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს .

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილების გამო. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები