მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა

კვირას რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგების თანახმად, ნაციონალისტური პარტიის — „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ — კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა, ხმების 40.1%-ით გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ ჩანს, რომ სიმიონმა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები