მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუმინეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის ბიზნესის, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს შეხვდა

58e388224701e
BM.GE
04.04.17 15:45
1025
რუმინეთში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე ქვეყნის ბიზნესის, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების განიხილეს.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იგეგმება.

"საქართველოსა და რუმინეთს შორის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა და პოტენციალია საინვესტიციო და სამეწარმეო სფეროებში სათანამშრომლოდ, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში", - განაცხადა ალექსანდრე პეტრესკუმ, რუმინეთის კომერციისა და მეწარმეობის მინისტრმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რუმინული კომპანიები საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებში თანამონაწილეობით არიან დაინტერესებული.

საქართველოს ელჩმა ინტერესი გამოთქვა რუმინული გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისეთ საკითხებში როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება სოფლის მეურნეობის სექტორში.

2016 წლის ბოლოსთვის, საქართველოსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 204 მილიონ დოლარს შეადგენდა. რუმინეთში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, ხოლო რუმინეთიდან საქართველოში ექსპორტმა 194 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები