საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და რუმიქს დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2024 წლის ოქტომბრიდან რუმიქს დეველოპმენტის კომერციულ მიმართულებას GREA ხელმძღვანელობს.
რუმიქს დეველოპმენტი ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მქონე სამშენებლო პროექტები ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
კომპანიის პორტფელში ამჟამად ორი პროექტია საბურთალოზე. სულხან ცინცაძის ქ.53-ში განთავსებული 11 სართულიანი მულტიფუნქციური შენობა 2025 წლის ივნისში სრულდება, ხოლო მეორე პროექტის მშენებლობა 2025 წლის დასაწყისში ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში, სავაჭრო ცენტრ სითი მოლის წინ იწყება.
„კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კონცენტრაცია სამშენებლო პროცესებზე გაგვეკეთებინა, ხოლო პროდუქტის დაგეგმვისა და შემდგომი კომერციული და საოპერაციო მიმართულება გამოცდილი გუნდისთვის ჩაგვებარებინა. ვფიქრობ GREA-სთან ერთად კარგი სინერგია შედგა“ - განაცხადა რუმიქს დეველოპმენტის დირექტორმა შალვა ომანაძემ.
„თანამშრომლობის შედეგად GREA-მ შეიმუშავა გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგია, დაინერგა მომსახურების ახალი სტანდარტი და 2024 წლის დეკემბრიდან კომპანია ბაზარზე განახლებული სახით და ახალი პროექტით წარსდგება.“ განაცხადა GREA-ს (WWW.GREA.GE) დირექტორმა ნინო აბსანძემ.
რუმიქს დეველოპმენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს WWW.ROOMIX.GE