ავსტრალიელი მილიარდერი რუპერტ მერდოკი, რომელიც გლობალურ მედიაინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება, მის საკუთრებაში არსებული გიგანტების, Fox Corporation-ისა და News Corporation-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
გლობალური მედიაიმპერია, რომელსაც 92 წლის რუპერტ მერდოკი შვიდი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, წამყვან ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ აერთიანებს - მათ შორისაა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი კონსერვატიული არხი, Fox News-ი.
რუპერტ მერდოკის გადადგომის შემდეგ, News Corp-ის თავმჯდომარის თანამდებობას მერდოკის 52 წლის ვაჟი, ლოქლენ მერდოკი დაიკავებს, რომელიც, ამავდროულად, Fox-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორიცაა.
92 წლის რუპერტ მერდოკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $17.4 მილიარდად აფასებს. ავსტრალიელი მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი ორ საჯაროდ დალისტულ კომპანიაზე - $15.11 მილიარდის კაპიტალიზაციის მქონე Fox Corporation-ზე და $11.5 მილიარდად შეფასებულ News Corporation-ზე.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.