მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსებმა საქართველოს ტურისტული ბაზარი გააფუჭეს“ - ტურიზმის ანალიტიკოსი

ტურისტი

„ხარისხი არ არის ის, რაც ევროპელ ტურისტს სჭირდება. რუსებისთვის რაღაცები არის დამაკმაყოფილებელი, მათ გააფუჭეს ქართული ტურისტული ბაზარი“,- ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიგრანტების შემოდინების დროს ძალიან შემცირდა საქართველოში ევროპელი ტურისტები, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის კურორტებზე რუსების დიდი რაოდენობა იყო. მისივე თქმით, მომსახურების ხარისხი, რაც რუსი ტურისტისთვის მისაღებია, არ არის მისაღები ევროპელისთვის.

"საკმაოდ ბევრი ტურისტული კომპანია 15-20 წლის განმავლობაში ცდილობს, რომ მიმართოს მისი ბიზნესი ევროპისკენ და მოიზიდოს ევროპელი ტურისტები, ამ დროს ჩვენ გვაქვს აცდენა, რადგან ფრენები გვაქვს აზიაში, რუსეთის მოქალაქეებს ვუშვებთ უვიზოდ და ერთ დროს იმდენი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა საქართველოს კურორტებზე, რომ დასამალი არ არის, მათ აღარ უნდოდათ აქ ჩამოსვლა, არც ზამთრის და არც ზაფხულის კურორტზე.

გარდა ამისა ხარისხი არ არის ის, არც ევროპელ ტურისტს სჭირდება. რუსებისთვის რაღაცები არის დამაკმაყოფილებელი. რუსებმა გააფუჭეს ქართული ტურისტული ბაზარი",- აცხადებს ია თაბაგარი.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ტურიზმის სფეროში დასაქმდნენ, არ არიან რეგისტრირებულები და მათი საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა.

"გაუმჭვირვალობაა, როდესაც დადიან, რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნაღდი ანგარიშსწორებით, არავითარი საბუთი, ამაზე შეიძლება თაობები გაიზარდოს, რომელიც მიეჩვევა, რომ ბიზნესი ისე შეიძლება აკეთო, რომ გადასახადი არ გადაიხადო. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო.

მათ თავისი კომპანიებიც აქვთ. არავინ იცის რომელი, რამდენი კომპანიაა, ვინ შემოჰყავთ, გაჰყავთ, რეგისტრირებულიც არ არიან, მაგრამ მუშაობენ და ეს ფაქტია. ჩვენივე ტურისტული პროდუქტები სოციალურ ქსელში აქვთ გადამღერებული ოღონდ რუსულად, სათაურებიც რუსულია და ამის მიმხედავი არავინაა“,- განაცხადა ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები