მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების ნაკადი აღარ შეინიშნება - რუსული მედია

633d97fb2f49c
გიორგი არონია
05.10.22 19:06
1320

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი ავტომობილების ნაკადი აღარ შეინიშნება, - ამის შესახებ რუსული გამოცემა MK.RU რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც ირკვევა, საავტომობილო ნაკადის გარდა საზღვარზე არც ფეხით მოსიარულე მგზავრთა ნაკადი შეინიშნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთში სხვა რეგიონებიდან შემომავალი ავტომობილების შემოსვლა აიკრძალა - რესპუბლიკის ტერიტორიაზე მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში, ოკუპირებულ ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ და საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები დაიშვებოდა. 


 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები