„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყამს“, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ესკალაცია ისეთ ფაზაში შევა, რომ საქართველოს მოუწევს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. გოგოლაშვილი განმარტავს, რომ საქართველო დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, შესაბამისად სანქციების დაწესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა რუსეთი მიიღებს ადექვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ბაზარს, მათ შორის საქართველოსთვის, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი ექნება.
„ჩვენი ვაჭრობა იზრდება რუსეთთან და ეს მნიშვნელოვანია. 15%-ს მიაღწია ექსპორტმა, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაც გაზრდილია ამ ბაზარზე. სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთი მიიღებს ადექვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ჩვენთან ვაჭრობას. თუ ისეთ ფაზაში შევიდა ესკალაცია და მოგვიწია სანქციენთან შეერთება მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დაარყამს ჩვენს ეკონომიკას. არამგონია რუსეთმა ნაწილობრივი სანქციები დაგვიწესოს, ალბათ რუსეთი მთლიანად გადაგვიკეტავს საიმპორტო შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა,ეს მოგვაყენებს მნიშვნელოვან ზიანს“-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.