მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის გამო სასტუმროს დატვირთულობა 20%–ით შეგვიმცირდა – Inn ჯგუფი

624c6d11a713c
ლიკა გურაბანიძე
10.04.22 23:00
974
სასტუმრო “Inn ჯგუფში”, წელს მთის კურორტებზე დატვირთულობის თვალსაზრისით იმაზე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღეს, ვიდრე ელოდნენ. “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია, BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასტუმრომ პანდემიის განმავლობაში წელს პირველად სრული დატვირთვით იმუშავა.

“ჩვენს სასტუმროში როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში 80-85%-იანი დატვირთულობა გვქონდა. მარტშიც იგივე მოლოდინი იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო სასტუმროს დატვირთულობა 80-85%-დან 60%-მდე შემცირდა.

კლება ძირითადად დსთ-ს ქვეყნებს შეეხო, თუმცა, არაბი და ებრაელი ტურისტები დარჩნენ. გუდაურში სასრიალოდ ბევრი უკრაინელი და რუსი ტურისტი ჩამოდიოდა და კლებაც ამან გამოიწვია. ასევე, ბოლო რამდენიმე ჯავშანი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სწორედ ომის გამო გაგვიუქმდა. უკვე იქით მივდიოდით, რომ პანდემია დამარცხებული იყო და ზაფხულისკენ ვფიქრობდით, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდებოდით, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი თავიდან გადასაანგარიშებელი გვექნება” - განმარტა ერეკლე კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები