მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ იმპორტირებული მასალა 50%-ით გაგვიძვირდა: "კერამიკ სტუდიო 1300”

64427b9c8d092
ლიკა გურაბანიძე
22.04.23 00:30
763
კერამიკის მწარმოებელი კომპანია "კერამიკ სტუდიო 1300”-ის თანადამფუძნებელი ტასო გომელაური BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მათთვის იმპორტირებული მასალა 50%-ით გაძვირდა. შესაბამისად, კომპანიამ ფასები მცირედით დააკორექტირა.

“ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ქართველია, შესაბამისად, ფასებს ძალიან მაღლა ვერ ავწევთ, რათა ისინი შევინარჩუნოთ. ვცდილობთ, ფასების შედგენისას ყველა სეგმენტი გავითვალისწინოთ. ჩვენი ძირითადი იმპორტიორი თურქეთია. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა ვითარება მათთანაც შეცვალა, რადგან მეზობელი ქვეყანა ნედლეულის ნაწილს უკრაინიდან  ყიდულობდა, შედეგად უკრაინიდან ნედლეული თურქეთში აღარ შედის. შესაბამისად, ჩვენ ახალ გერმანიის ბაზარზე გადავედით, რაც თურქეთთან შედარებით ძვირია”, - აღნიშნა ტასო გომელაურმა.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმითვე, პანდემიის დროს კომპანიას ონლაინ კომერციის ხარჯზე კარგი გაყიდვები ჰქონდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა და ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ ვითარება შეცვალა, რაც მომხმარებლების შემცირებულ რაოდენობაში გამოიხატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები