მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი 2024 წლიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებას და საკუთარი სადგურის "აშენებას" აპირებს

62e03e87bc182
თამთა ჯიჯავაძე
26.07.22 23:16
1278
რუსეთი 2024 წლიდან საერთაშორისო კოსმოსური (ISS) სადგურის დატოვებას და საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას აპირებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც NASA-ში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური მოთხოვნა რუსეთს პროგრამიდან გასვლის შესახებ მათთვის არ გაუგზავნია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსეთი და აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად 1998 წლიდან ერთად მუშაობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საპასუხოდ დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რუსეთის ხელისუფლება პროექტიდან გასვლით დაიმუქრა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ხუთი კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლობით ოპერირებს. მათ შორის NASA-ს და რუსული „როსკოსმოსის“ გარდა იაპონიის, კანადის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები არიან. ის დედამიწის ორბიტაზე სწორედ 24 წლის წინ გაუშვეს. მას შემდეგ მისი წყალობით ათასობით სამეცნიერო კვლევის ჩატარება შეძლეს.

პროგრამა პარტნიორების შეთანხმებით 2024 წლამდე იმუშავებს, თუმცა აშშ-ის სურს მისი მოქმედების ვადა კიდევ ექვსი წლით გაახანგრძლივოს, თუ ამას სხვა პარტნიორებიც დათანხმდებიან.

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა კი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრისას განუცხადა, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებებს შეასრულებს და 2024 წლიდან დატოვებს პროექტს. კრემლის ლიდერმა მას იდეა მოუწონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები