რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. ტასის განცხადებით, ინფორმაცია მათ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა. „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენდა. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მხრიდან საწვავის ექსპორტის შესაძლო აკრძალვას საქართველოს ბაზარზე და რომელ ბაზრებზე შეიძლება გადაეწყონ ადგილობრივი ნავთობიმპორტიორები?
სტუმარი: ზაალ იაკობიძე - Senta Petroleum-ის დამფუძნებელი და დირექტორი;