მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, აშშ, იაპონია, ყაზახეთი, ჰოლანდია - „იგოეთის“ სუნელები ექსპორტზე გადის

63d36f1aebeb9
BM.GE
27.01.23 16:23
727
სუნელების და სანელებლების საწარმო, შპს „იგოეთი“, რომელიც 2020 წელს პანდემიის პერიოდში შეიქმნა, 18 დასახელების სუნელს აწარმოებს. საწარმოში დანერგილია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ სუპერმარკეტებში.

როგორც BM.GE-ს “იგოეთის” კომერციული დირექტორი ვაჟა ილურიძე უყვება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა; მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და ყაზახეთის მხარესთან. პროდუქცია უკვე გადის ექსპორტზე რუსეთში:

Haccp-ის სტანდარტი:

ვაჟა ილურიძე: ეს არ არის ერთჯერადი პროცედურა. რამდენიმე თვის განმავლობაში ვშრომობდით, გავწიეთ ხარჯები, გვამოწმებდნენ, ვასწორებდით ხარვეზებს და საბოლოოდ, უკვე ოფიციალური სერთიფიკატი მივიღეთ. ჩვენ მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ უნდა შეიქმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ამიტომ მზად ვიყავით დანახარჯების გაწევისა და შრომისთვის.

ექსპორტი:

ვაჟა ილურიძე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან. ექსპორტზე ვაპირებთ პროდუქციის გატანას აშშ-ში, იაპონიაში, ნიდერლანდებსა და ყაზახეთში. რუსეთში უკვე გავიტანეთ პროდუქცია წლის ბოლოს და დიდი მოწონებაც დაიმსახურ, ველოდებით განმეორებით  მოთხოვნას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება. პოლიტიკას ვემიჯნებით, ბიზნესი ბიზნესია და გავალთ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოთხოვნა იქნება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ქართული ბაზარი იქნება გაჯერებული ჩვენი პროდუქციით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და ყაზახეთში უკვე გაგზავნილი გვაქვს ნიმუშები. იაპონიას რაც შეეხება, იქ უკვე ამ დღეებში ვგზავნით პროდუქციას. უკუკავშირს რაც შეეხება, ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ ტრადიციულ სუნელებს, როგორიც არის ხინკლის საკმაზი, ხარჩოს საკმაზი და ა.შ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პროდუქტები უცნობია. გვაქვს ისეთი საკმაზებიც, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ნაცნობია და ეს არის მექსიკური კარტოფილის და ა.შ., რომლებსაც მსოფლიოში იცნობენ. ჩვენ ყველა ტესტერი გაგზავნილი გვაქვს, უმრავლესობამ ლაბორატორიული შემოწმებები უკვე გაიარა და ახლა ველოდებით მათი მხრიდან შეკვეთების გაკეთებას. რუსეთის შემთხვევაში ეს სირთულე არ არის, რადგან იქ ჩვენი პროდუქტები ნაცნობია, მაგრამ ყველა დანარჩენი ქვეყნიდან ველოდებით მოთხოვნას მათი სურვილისამებრ. ყაზახეთში ჩვენმა აჯიკამ დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება".

ქართული ბაზარი:

"რაც შეეხება ქართულ ბაზარს, გული გვწყდება, რომ ბაზარზე ვართ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც მოთხოვნაა. მხოლოდ ორ სუპერმარკეტში ვართ წარმოდგენილი, „გურმანიასა“ და „ზღაპარში“. სხვა ქსელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, წელს სხვა ქსელებშიც გამოჩნდება ჩვენი პროდუქცია".

ვაჟა ილურიძე ამბობს, კონკურენტებს „იგოეთი“ ხარისხით უწევს კონკურენციას, ისევე როგორც შეფუთვით და ეტიკეტირების საკითხით, რაც განსხვავებული და განსაკუთრებულია.

საფასო სეგმენტზე საუბარი კი უჭირს, რადგან პროდუქციის რაოდენობა ბევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები