ბრაზილიამ და რუსეთმა ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ლულასა და პუტინის ხელისუფლებებს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაღრმავდება ორმხრივი დიალოგი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე. შეიქმნება ეკონომიკურ ექსპერტთა კომისია და საბჭო, რომელთა დანიშნულებაც სამომავლო პარტნიორობის ნაბიჯების განსაზღვრა იქნება.
ამასთან, რუსეთი და ბრაზილია გააღმრავებენ თანამშრომლობას BRICS-ისა და G20-ის ფორმატებში. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის განახლებული დოკუმენტის დადებას მაისში, მოსკოვში გამართული შეხვედრა უძღოდა წინ. კრემლში მოწყობილ ღონისძიებაზე ლულამ და პუტინმა კულტურულ, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, თავდაცვით და კოსმოსის კვლევის საკითხებში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პირობა დადეს.




























