ანკარა 2017 წელს რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას განიხილავს, - ’’რია ნოვოსტისთნ“ თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ურთიერთობებს ვაგვარებთ და 2017 წელს შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ჩვენ ეკონომიკის ყველა სფეროში რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ზრდას ველით. ასევე ჩვენს რუს კოლეგებთან ტექნიკური მოლაპარაკებები გრძლედბა ეროვნული ვალუტის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით - თურქული ლირისა და რუსული რუბლის ურთიერთობის სასარგებლოდ. ეს ორივე ქვეყანისთვის სასარგებლოა და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს გააქტიურებს და შესაძლებლობებსაც გააფართოებს“ - აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

























