მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევრაზიული კავშირიდან ავტოიმპორტზე ახალ პირობებს აწესებს - გავლენა საქართველოს ავტობაზარზე

ევრაზიის კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ავტომობილების იმპორტი, შესაძლოა, გართულდეს. რუსეთის მთავრობა ქვეყანაში ავტომობილების „რუხი“ იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას და ადგილობრივი ბაზრის დაცვას ცდილობს. ახალი წესების მთავარი არსი ევრაზიული კავშირიდან განბაჟებული ავტომობილების შემყვანებსა და იმ იმპორტიორებს შორის თანაბარი პირობების შექმნაა, რომლებიც ავტომობილებს რუსეთში ანბაჟებენ. რუსეთია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მანქანების იმპორტისთვის გადახდის თანხის გამოთვლის პროცედურა დაზუსტდა. როდის ამოქმედდება რეგულაცია და ექნება თუ არა მას გავლენა საქართველოდან ავტომობილების ევრაზიული კავშირის ქვეყნებში რეექსპორტზე, საიდანაც ავტომობილების გარკვეული ნაწილი შესაძლოა რუსეთში შედიოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები