მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე აქციზის ზრდას გეგმავს

ღვინის აქციზი

უკრაინასთან ომში ჩაფლული რუსეთი გადასახადების გაზრდას გეგმავს. განიხილება მომავალი წლიდან დღგ-ს 20-დან 22 %-მდე გაზრდა და ასევე ღვინოზე აქციზის მომატება.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 29 სექტემბერს ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდის წინადადება წამოაყენა. საგადასახადო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებებით, 2026 წელს ღვინოებზე აქციზის გადასახადი, სავარაუდოდ, 148 რუბლამდე გაიზრდება, ამჟამინდელი 113 რუბლიდან, ხოლო ცქრიალა ღვინოებზე - 160 რუბლამდე, ამჟამინდელი 125 რუბლიდან. გარდა ამისა, განიხილება ლუდსა და სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდა.

რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ თუ რუსეთში ღვინის აქციზის გადასახადი გაიზრდება, როგორც ეს მთავრობამ 29 სექტემბერს დააანონსა, მომხმარებლებისთვის 1 ბოთლი ღვინო 50-100 რუბლით გაძვირდება. RBC Wine-მა ექსპეტებიც გამოკითხა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღგ-სა და აქციზის გაზრდა ყველაზე მკვეთრად იმპირტირებულ ღვინოს შეეხება, რადგანაც ადგილობრივი მწარმოებლებმა შესაძლოა, აქციზის დაბრუნების მექანიზმით ისარგებლონ. საცალო ბაზრის ექსპერტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე სტავცევი მიიჩნევს, რომ გადასახადების ზრდა განსაკუთრებით აისახდება ქართულ ღვინოზე, რადგანაც თუ ქართული ღვინის ფასი 500 რუბლს გადააჭარბებს, ამან შესაძლოა გაყიდვები შეაფერხოს.

“საქართველო ყოველთვის ბიუჯეტურ სეგმენტში იყო წარმოდგენილი. ახლა “ალაზნის ველის” ღვინის ფასი თანდათან უკვე მოუახლოვდა 299 რუბლიდან 450 რუბლს. თუკი მისი ფასი 500 რუბლს გადააჭარბებს, მაშინ ხალხი არ იყიდის ამ ფასად იმ ხარისხის ღვინოს, რომელიც ახლაა წარმოდგენილი ბაზარზე” - მიაჩნია სტავცევს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები