მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ICAO-ს მმართველ საბჭოში წევრად არ აირჩიეს

რუსეთი

რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მმართველ საბჭოში წევრად არ დააბრუნეს.

27 სექტემბერს, მონრეალში გამართულ ასამბლეაზე რუსეთმა ხმების საჭირო ოდენობა ვერ მოიპოვა. ICAO-ს საბჭოს წევრობა ქვეყანამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაკარგა. ამას გარდა, საბჭომ რუსეთი მალაიზიური ლაინერის ჩამოგდებაშიც დამნაშავედ ცნო, რომელსაც 298 ადამიანი შეეწირა. გაეროს ეგიდით შექმნილი ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დადგენა, ICAO-ის მმართველი საბჭო კი ამ პროცესში კრიტიკულ როლს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები