მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი იმპორტირებულ ალკოჰოლზე აქციზს აძვირებს;

1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამჟამად, ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია ანუ 99 თეთრი, მაისიდან კი აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლი იქნება (₾3.13). რაც შეეხება შემდეგ წლებს. 2025-დან გადასახადი 112 რუბლი, 2026 წლიდან კი 116 რუბლი გახდება. აღსანიშნია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2023 წელს ღვინის რეალიზების 65.3% რუსეთზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები