რუსეთი აპირებს, უცხოეთიდან მიწოდებული ღვინის წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს. რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „როსსელხოზნადზორი“ ამ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხეთთან, მოლდოვასთან და სერბეთთან. მემორანდუმის პროექტი კი 21 ქვეყანაშია გაგზავნილი.
მიიღო თუ არა საქართველომ „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი და უნდა ელოდოს თუ არა სექტორი მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის გართულებას?