ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარ ლაპიდის განცხადებით, რუსეთი ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ვერ გამოიყენებს.
მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და საავიაციო ხელისუფლებათან სანქციების საკითხზე უკვე მუშობს.
CNN წერს, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს უპასუხა, რომელმაც ქვეყანას დაწესებული სანქციების შესრულებისკენ მოუწოდა.
კერძოდ, ისრაელურ მედიასთან საუბრისას ნულანდმა თქვა, რომ აშშ დემოკრატიულ ქვეყნებს სთხოვს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მათ შორის ექსპორტის კონტროლსა და ფინანსურ აკრძალვებს შეუერთდნენ.




























